პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს უმასპინძლებს.
“პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.
5-19 ივლისს ბანაკი მეორე ნაკადს – უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს უმასპინძლებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …