ჯულიან ასანჟი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, აშშ-ში პატიმრობას თავიდან აიცილებს – მან ბრიტანეთის ციხე უკვე დატოვა

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დასთანხმდა, აღიაროს ბრალი, სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მას როლი მიუძღვის შეერთებული შტატების მთავრობის საიდუმლო მასალების მასალების ერთ-ერთ უმსხვილეს გაჟონვაში.
CNN-ის ინფორმაციით, -ის იუსტიციის დეპარტამენტთან დადებული ეს საპროცესო შეთანხმება საშუალებას მისცემს ასანჟს, თავი აარიდოს შეერთებულ შტატებში პატიმრობას და დაუყოვნებლივ დაბრუნდეს თავის მშობლიურ ქვეყანაში, ავსტრალიაში.
საპროცესო შეთანხმება ფედერალურმა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს, მაგრამ WikiLeaks-ის ცნობით, ასანჟი დიდი ბრიტანეთის ციხიდან უკვე გაათავისუფლეს და მან უკვე დატოვა ქვეყანა.
შეგახსენებთ, 52 წლის ჯულიან ასანჟს ბრალი წაყენებული ჰქონდა ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში. აშშ წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ Wikileaks-ის ფაილები – რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ – საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. ასანჟმა ბოლო ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა.

ასევე დაგაინტერესებთ