აშშ-ის ელჩმა, გამოძახების შემდეგ, რუსეთს განუცხადა, რომ ვაშინგტონი წუხს მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა ნებისმიერ შემთხვევაზე

რუსეთში -ის ელჩმა – მას შემდეგ რაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს – განაცხადა, რომ შეერთებული შტატები წუხს მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა ნებისმიერ შემთხვევაზე, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა, 24 ივნისს და დასძინა, რომ ვაშინგტონი ს იარაღს აწვდის იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისი სუვერენული ტერიტორიის – მათ შორის, ს – დაცვა.
კრემლმა 24 ივნისს პირდაპირ დაადანაშაულა აშშ ამის მიერ მიწოდებული ATACMS რაკეტებით ყირიმზე თავდასხმაში, რის შედეგადაც დაიღუპა სულ ცოტა, ოთხი ადამიანი და დაშავდა – 151. მოსკოვმა ოფიციალურად გააფრთხილა აშშ-ის ელჩი, ლინ ტრეისი, რომ ამას შურისძიება მოჰყვება. პენტაგონის წარმომადგენელმა, მაიორმა ჩარლი დიტცმა განაცხადა 24 ივნისს, რომ “უკრაინა საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს სამიზნეების შესახებ და ატარებს საკუთარ სამხედრო ოპერაციებს.”
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ