სასტუმრო “ეიფორია” ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

სასტუმრო “ეიფორია” ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით იმართება.
ბათუმში, 8-დან 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი FIDE-ს (ჭადრაკის მსოფლიო ორგანიზაციის) მიერ იმართება.
აღსანიშნავია, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო თასი პირველად ტარდება. შეჯიბრში 37 ქვეყნის 288 მონაწილე ასპარეზობს და მათგან 51 ქართველი მოჭადრაკეა. ქართველი მოჭადრაკეებისთვის ეს ტურნირი სერიოზული გამოწვევა და შანსია, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ.
სასტუმრო “ეიფორია” FIDE-ს უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს, რისი მიზეზიც სასტუმროს მასშტაბურობა და განსხვავებული ინფრასტრუქტურაა. 455-ნომრიანი სასტუმრო, სხვადასხვა ზომისა და შესაბამისად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზებით, იდეალური ადგილია მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად. ჩემპიონატის პირველი ეტაპი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ტარდება. ხოლო მეორე ტურში ერთმანეთს თითოეული ჯგუფიდან ერთსა და იმავე ადგილზე გასული მონაწილეები შეხვდებიან. 10-დღიანი ტურნირი 3 ივლისს დასრულდება.