ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის ფარგლებში გამართული პოლიტიკური ჯგუფის, სესიისა და კომიტეტების სხდომებში მიიღო მონაწილეობა

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის ფარგლებში გამართული პოლიტიკური ჯგუფის, სესიისა და კომიტეტების სხდომებში მიიღო მონაწილეობა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა სეფაშვილი უნგრელ დიპლომატ, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ჰარი ალექს რუზს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის სამოქმედო გეგმა და მიმდინარე პროექტები იყო. ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის ფარგლებში გამართული პოლიტიკური ჯგუფის, სესიისა და კომიტეტების სხდომებში მიიღო მონაწილეობა. ეკა სეფაშვილი CEB-ის შესახებ ანგარიშზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის მომხსენებელია.
Previous: ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე