აჭარის მთავრობა – უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა – სრული სალიკვიდაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ს ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, ასევე, ბათუმის სანაპირო ზოლში, გარკვეულ პერიმეტრზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
უწყების ცნობითვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სანაპიროზე არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
„უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურების, ასევე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
„დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სრული სალიკვიდაციო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ასევე, შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის სანაპირო ზოლი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა