საპარლამენტო არჩევნებისთვის “ალტ-ინფოს” “კონსერვატიული მოძრაობა” “პატრიოტთა ალიანსთან” გაერთიანდა

ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობა“ 2024 წლის საპარლამენტო სთის პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” გაერთიანდა. ამის შესახებ მათ, ოფიციალურად 24 ივნისს პრეზენტაციაზე განაცხადეს.
“კონსერვატიული მოძრაობა” დაგეგმილ არჩევნებზე “პატრიოტთა ალიანსის” სიით გავა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, არა თუ ბარიერს გადალახავენ, “შთამბეჭდავი შემადგენლობით” შევლენ პარლამენტში.
“ქართული ოცნება მიზანმიმართულად ებრძოდა არა ნაციონალურ მოძრაობას დ აიმ განშტოებებს, რეალურად ებრძოდა კონსერვატორულ ფლანგს. მიზანია რის ის, რომ თითონ მოირგო კონსერვატორის ნიღაბი, გეუბნება, რომ მე ვარ კონსერვატორი და სხვა არავინ არ უნდა იყოს. ერთის მხრივ არის ულტრა ლიბერალების გაერთიანება, კრებითი სააკაშვილები, ნაცმოძრაობა და მათი განშტოებები, მეორეს მხრივ არის ლიბერალური, ქართული ოცნება, რომელიც დღეს გახდა თურმე კონსერვატორი”, – თქვა ინაშვილმა.
“ალტ-ინფო” “პატრიოტთა ალიანსის” მეშვეობით რომ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ამის შესახებ მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ 11 ივნისს განაცხადა. მაშინ მან თქვა, რომ სხვა “კონსერვატიულ ძალებთანაც” მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა გაერთიანდნენ და ისინიც “პატრიოტთა ალიანსით” შევიდნენ პარლამენტში.
„ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული პარტიისთვის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 8 აპრილს გავრცელდა. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო.
9 აპრილს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „იქ იყო მამხილებლის განცხადება და შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი“. ბრეგაძემ თქვა, რომ საჯარო რეესტრში არ იყო წარდგენილი აწ უკვე გაუქმებული პარტიის ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდება; ხოლო პასუხისმგებლობა არა სხვას, არამედ – თავად პარტიას ეკისრება.

ასევე დაგაინტერესებთ