ხაჩიძე: მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გაგიზიაროთ ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ…

სამცხე – ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, ჯგუფი “ქუჩის ბიჭების“ ყოფილი წევრი, მომრერალი ზურა ხაჩიძე ევრო 2024-ზე, მოსალოდნელი საქართველო – პორტუგალიის ისტორიული მატჩის წინ, საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

“მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გაგიზიაროთ ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ – გთხოვთ მოვერიდოთ ბიჭების სახელების ცუდ კონტექსტში მოხსენიებას, ეს აზიანებს ნაკრებს და ეს გვაზიანებს ჩვენ როგორც ქვეყანას!

გთხოვთ როგორც რიგითი ქართველი და ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ჭკუას ვარიგებდე!“ – წერს ზურა ხაჩიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. 26 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ