დროის, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების დაზოგვა ყველა ბიზნესისთვის პრიორიტეტულია. თანამედროვე ციფრულ სამყაროში კი ამის მიღწევა მონაცემების დახმარებითაა შესაძლებელი. დღეს მცირე თუ დიდი ბიზნესები აკვირდებიან მომხმარებელთა ქცევას, ინტერესებსა და ჩვევებს, შედეგად კი ამ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ეს შესაძლებლობა საქართველოს ბანკმა ბიზნესებს 2023 წელს მისცა, როცა ბიზნეს მენეჯერი – ბიზნესის მართვის ერთიანი პლატფორმა შექმნა. ბიზნეს მენეჯერით შესაძლებელია გადახდების მართვა, შეთავაზებების შექმნა საქართველოს ბანკის ციფრული არხების 1 400 000 მომხმარებლისთვის და API მენეჯერით სარგებლობა. ერთი ერთი მთავარი უპირატესობა კი, რაც ამ პლატფორმას აქვს, გადახდებისა და მომხმარებლების ანალიტიკაა.