როგოზინი მიიჩნევს, რომ დაღესტნის ტერაქტთან უკრაინასა და NATO-ს კავშირი არ აქვს

დაღესტანში მომხდარ ტერაქტების სერიას ს ყოფილი ვიცეპრემიერი და ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი დმიტრი როგოზინი მიიჩნევს, რომ სა და NATO-ს დაღესტანში მომხდარ ტერაქტებთან კავშირი არ აქვს.
“დუმის დეპუტატი გაჯიევი თვლის, რომ რესპუბლიკაში მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინისა და NATO-ს ქვეყნების სპეცსამსახურები დგას.
მე მიმაჩნია, თუ თითოეულ ტერაქტს, რომლის მიზეზი ნაციონალური და რელიგიური უთანხმოება, სიძულვილი და რუსოფობიაა, დავაბრალებთ უკრაინასა და NATO-ს, ეს ვარდისფერი ბურუსი დიდ პრობლემებამდე მიგვიყვანს.
სხვის თვალში ხიჭვს ვხედავთ, არადა დროა საკუთარში მორი დავინახოთ”. – წერს ტელეგრამში პოლიტიკოსი.
ცოტა ხნით ადრე რუსეთის დუმაში დაღესტნის წარმომადგენელმა, დეპუტატმა აბდუჰაკიმ ჯანიევმა თქვა, რომ დაღესტნის ტერაქტის უკან უკრაინისა და NATO-ს ქვეყნების სპეცსამსახურები დგას.
23 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, დაღესტნის ქალაქებში მაჰაჩყალასა და დერბენტში უცნობი შეიარაღებული პირები 2 მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს.
ბოლო მონაცემებით დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 20 ადამიანი, აქედან 15 სამართალდამცავი და 5 მშვიდობიანი მაცხოვრებელი.
დაღუპულთა შორის არის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ეკლესიის დაცვის თანამშრომელი.
ოფიციალური მონაცემებით ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი, თუმცა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მელიკოვის თქმით, მოკლულია 6 ტერორისტი.
ტერაქტის შედეგად ასევე დაშავებულია 22 ადამიანი.
რუსული ოპოზიციური მედია Meduza-ს ინფორმაციით, დაღესტანში მომხდარ ორ ტერაქტში სერგოკალინსკის ოლქის გამგებლის, მაგომედ ომაროვის ორი შვილი, ოსმან და ადილ ომაროვები, მონაწილეობდნენ.