კვლავ მღელვარებაა ახალ კალედონიაში, დაწვეს რამდენიმე შენობა

მას მერე, რაც საფრანგეთის სამხრეთი წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე, ახალ კალედონიაში ვითარება ამასწინანდელი მღელვარების შემდეგ დამშვიდდა, წუხელ სიტუაცია კვლავ გამძაფრდა მთავარ კუნძულ გრანდ ტერსა და პატარა კუნძულებზე, ილ დე პინსა და მარეზე, სადაც დამიწყო არეულობა, თავს დაესხნენ პოლიციას და ცეცხლი წაუკიდეს შენობებს, იტყობინება ადგილობრივი მმართველობა.
მღელვარების მიზეზი პარიზის მიერო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც ფრანგ მოქალაქეებს მეტ პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებს.
ამის წინააღმდეგ გამოდიან დამოუკიდებლობის მომხრეები, პირველ რიგში კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა, კანაკები.
22 ივნისს, საველე მოქმედების საკოორდინაციო უჯრედის (CCAT) ხელმძღვანელი, რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე კრისტიან ტაინი გააძევეს ახალი კალედონიიდან. ტაინი გასულ კვირაში დააკავეს ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების ბრალდებით. ტაინის გარდა, ახალი კალედონიიდან ექსტრადირებული იქნა მისი კიდევ ექვსი თანამოაზრე. მათ საფრანგეთის ციხეებში მოათავსებენ. მათი ოჯახები და მხარდამჭერები ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ.
„ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს, იყო მშვიდობიანი დემონსტრაციების ორგანიზება“, – თქვა დანიელ გოამ, კალედონიის კავშირის პარტიის ხელმძღვანელმა, რომლის ფილიალია CCAT. მან უარყო პროკურატურის ბრალდება, რომ გაძევებულები აფინანსებდნენ ძალადობას.
საფრანგეთის პრეზიდენტი , რომელიც ერთი თვის წინ სტუმრობდა ახალ კალედონიას, დაჰპირდა მოსახლეობას, რომ რეფორმებს გააჩერებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!