გიორგი გახარია – ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია

ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია , – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში განაცხადა.
გახარიამ შეაფასა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე მედიასთან გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, “თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება”.
გახარიას თქმით, “ქართული ოცნების” და საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის ნაცვლად, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის გაყინვას.
„ამიტომ, ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება” დამარცხდება, ჩვენ სწრაფად დავაბრუნებთ ქვეყანას დემოკრატიულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე“, – წერს გახარია პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!