“2 მილიონი ოცნებას გადავუხადე თუ პირადად ივანიშვილს?” – ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და სახელისუფლებო პროპაგანდას პასუხობს:
„აუხდენელი ოცნების“ პროპაგანდამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე, კახა ოქრიაშვილი, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ბატონ ხაბეიშვილთან, რათა 2 მილიონად ვიყიდო ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში.
1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმადგინა, რა გამოდის, 2 მილიონი პარტიას გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?
2. დღეს იხილება საქართველოს საკითხი ევროკავშირში. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ჩემი დეპუტატობის საკითხი და ჭორი ორ მილიონზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ზოგადად ბედი?! რა დროს ესაა – ევროპა დაგვაკარგინეთ!
3. მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, პირველ რიგში, ეკონომიკის აღმშენებლობის საქმეში, შემიძლია კიდევ მრავალი წელი მოვუტანო სარგებელი ჩვენს ქვეყანას, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
თუმცა, არ მაქვს გადაწყვეტილი, მივიღებ თუ არა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და თუ მივიღებ, რომელ პარტიასთან ვითანამშრომლებ.” წერს ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!