“როგორ უნდა მოთხოვო მკაცრად, როდესაც შენ კორუფციულად ფული გაქვს აღებული?!” – გახარია თბილისის ნაწილის უწყლოდ დატოვებაზე

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია თბილისის მოქალაქეთა დიდი ნაწილის უწყლოდ და გრაფიკით წყლის მიწოდებაზე საუბრისას, ხელისუფლების უნიათობაზე, კორუფციაზე საუბრობს და ამბობს:
ხელისუფლების არაეფექტურობა და უნიათობა, რა თქმა უნდა, აისახება არა მხოლოდ მათი ამომრჩევლის მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ მათდამი დამოკიდებულებაზე. ყველაფერი ძალიან ბანალურად არის, ეს არის არაეფექტური მმართველობა და უბრალოდ ჩამოშლილი სისტემა, რომელსაც არ შეუძლია შესაბამისი სწრაფი და ეფექტური პასუხი გასცეს მსგავს ტექნოგენურ გამოწვევებს. ასეთი ტექნოგენური გამოწვევები ყოველთვის იქნება, მაგრამ აქ მთავარია სისტემა და ადმინისტრაციული სისტემა და ხელისუფლება როგორ მზად ხვდება, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინონ ისე, რომ მინიმალური ზიანი მიაყენონ მოქალაქეებს. ეს სისტემა და ხელისუფლება
ახლა იმაზე ფიქრობს, რომ მოპარული ფული სად გადამალონ, რომ ს მერე უკან არ მოატანინონ და სადმე გაიპარონ, ვიზების შეზღუდვის გამო, კიდევ უფრო მეტი პანიკა ექნებათ. არ ცალიათ. ჯერ ერთი, უნიათოები და უსუსურები არიან, ვერც გააკეთებენ, ან, როგორ უნდა მოთხოვონ მკაცრად ქვეკონტრაქტორს, როდესაც ამ ქვეკონტრაქტორისგან უკვე შენ კორუფციულად ფული გაქვს აღებული?! ის ხომ არაფერს გაგიკეთებს? აქეთ დაგაბრალებს ყველაფერს. მსგავსი სისტემა ვერასოდეს ვერ იქნება ეფექტური. სიმართლე თუ გინდათ, გაყალბებას აპირებენ, არ აპირებენ…, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვერაფერს გააყალბებენ. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: რაც უფრო ადრე გაიაზრებენ ამას და რაც უფრო ადრე
მიხვდებიან, რომ არჩევნები არის მათთვის ყველაზე კარგი გამოსავალი, ის ჩაატარონ თავისუფალ გარემოში და ამით თავი გადაირჩინონ. ისინი მართლა თვითგადარჩენაზე ფიქრობენ. მართლა რაც მოპარული აქვთ, ახლა ფიქრობენ, როგორ გადამალონ, სად გადამალონ, უცხოეთში როგორ გადამალონ, იქნებ, როგორმე სანქციებს თავი აარიდონ. გასაგებია, რომ ამით ჩვენი ყოველდღიური
ცხოვრება ზიანდება. ეს არის ჩამოშლილი ხელისუფლების მაგალითი, რომელსაც ვერც წარმოუდგენია, რა სახის გამოწვევები ელოდება ჯერ კიდევ წინ და მსგავს ავარიებს და ტექნოგენურ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ისინი ვეღარ უპასუხებენ. ამას სჭირდება შეკრული ეფექტური გუნდი. სად არის ასეთი
შეკრული ეფექტური გუნდი? ესენი ხან ერთმანეთს თავს ესხმიან, ერთმანეთს ლანძღავენ, შემდეგ უცხოელებს ლანძღავენ და ათას ხათაბალაში არიან გახვეულები. სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი უნდა მოვითმინოთ და შემდგომ, ყველამ ერთად, ეს ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური მმართველობის გზაზე ისე, რომ მსგავსი უბედურება ჩვენს ცხოვრებაში აღარ განმეორდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!