„უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან სამხედრო დახმარების პირველ ტრანშს მომავალ კვირას მიიღებს“ – ბორელი

უკრაინა სამხედრო დახმარების პირველ ტრანშს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან მომავალ კვირას მიიღებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ეს თანხა არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული ყოველგვარი ბლოკირების გარეშე. ჩვენ გვაქვს ეს შემოსავალი გაყინული აქტივებიდან და უნდა ვეძებოთ გზა, რომ გამოვიყენოთ, რაიმე სახის ბლოკირების თავიდან აცილებით. ფულის პირველი ტრანში მომავალ კვირას, ივლისში მოვა. მეორე – რამდენიმე თვის შემდეგ. ს მეტი დახმარება სჭირდება და მეტი დახმარება სჭირდება ახლა, ზაფხულამდე“, – აღნიშნა ბორელმა.
შეგახსენებთ, მაისში ევროკავშირი 191 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის – 4.4 მილიარდი ევროს კონფისკაციაზე შეთანხმდა. თანხები უკრაინისთვის იარაღის შესყიდვასა და სხვა დახმარების დაფინანსებას მოხმარდება.