სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქარველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის, ხელბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 25 444.84 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს (საერთო წონა: 115.64 გრამი).

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად