მიუხედავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პროტესტისა, რომ ეს დებატები არ გამართულიყო, ევროსაბჭოს შემადგენლობამ ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა და ხუთშაბათს, 27 ივნისს, მთავარი ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი გვექნება – დებატები საქართველოზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოში საქართველოზე დებატების ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭომ საგანგებო დებატები საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით ჩანიშნა, რადგან ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოში არსებული ვითარებით.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან საქართველოში არსებული ვითარებით. მათთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოზიცია საქართველოს ევროპულ მომავალთან, პერსპექტივასთან მიმართებაში და ამიტომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ.
დღეს ევროსაბჭომ საგანგებო დებატები საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით ჩანიშნა. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საშუალება ექნებათ, თავისი პოზიცია გამოხატონ, იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოშია – როდესაც ჩვენს ახალგაზრდებს, საზოგადოებას ქუჩაში ხვდებიან, მათზე ძალადობენ და ევროპულ მომავალს ართმევენ.
მიუხედავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პროტესტისა, რომ ეს დებატები არ გამართულიყო, ევროსაბჭოს შემადგენლობამ ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა და ხუთშაბათს, 27 ივნისს, მთავარი ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი გვექნება – დებატები საქართველოზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.