„საპასუხო ზომები მთავრობისა და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“ — ევროკავშირის მინისტერიალი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი ემხრობა ზომების მიღებას საქართველოს ხელისუფლების და არა — ხალხის წინააღმდეგ. მათ შორის, განიხილება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობის შეზღუდვა.
„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, — განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ ს აგრესიას ში და სანქციების მე-14 პაკეტს, სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ ბალკანეთსა და საქართველოს. საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული სტილის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ ეს არის საგარეო საქმეთა საბჭოს პირველი სხდომა, რომლის დღის წესრიგშიც შეტანილია საქართველოს საკითხი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა მოამზადა ევროკავშირის შესაძლო საპასუხო ზომების ვარიანტები, რომელსაც მინისტრები განიხილავენ.
„საქართველოს ხელისუფლება არა ევროკავშირის, არამედ სხვა გზით მიდის. საქართველო ევროკავშირისკენ წინ ნაბიჯს ვერ გადადგამს, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის ქცევას და ხელისუფლება უკან არ გაიწვევს უცხოური აგენტების კანონს. არსებობს სხვადასხვა ღონისძიებების სია. გაიმართება დისკუსია სხვადასხვა ფონდების მხარდაჭერის შესახებ, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის შენგენის ზონაში სავიზო აკრძალვისა და სხვა მრავალი ასპექტის შესახებ. საქართველოსთვის მდგომარეობა მძიმეა და ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები“, — განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის თქმით, ფინეთი ღიაა ისეთის ზომების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად მიემართება საქართველოს მთავრობას და არა — მოსახლეობას.
„ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისკენ მიმავალ გზაზე, რასაც ისინი იმსახურებენ. ამავდროულად, ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ხალხის ჭეშმარიტი ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვუპასუხოთ მთავრობას და ამავდროულად, ხალხს იმედი შევინარჩუნოთ ხალხის იმედი. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ ქართველი ოფიციალური პირებისთვის ევროპაში გამგზავრება გავართულოთ. ეს შეიძლება ნიშნავდეს სანქციებს და ყველა სახის ზომებს“, — განაცხადა ვალტონენმა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაზეს თქმით, პრიორიტეტია არა საქართველოს დემოკრატიული საზოგადოების დასჯა, არამედ გადაწყვეტილების მიმღებებამდე გზავნილის მიტანა.
„ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობა და პარლამენტი ამ პროცესს ანელებენ. კანდიდატის სტატუსი წინასწარ იყო მინიჭებული, გარკვეული წინაპირობებით და საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა არ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რისი მოლოდინიც იყო“, — განაცხადა ბაიბა ბრაზემ.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინიტა ოდობესკუმ თქვა, რომ მიუხედავად სიტუაციის ბოლოდროინდელი განვითარებისა, მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობის შენარჩუნება ევროინტეგრაციაში.
„ეს არის გზავნილი ქართველი მოსახლეობისთვის“, — აღნიშნა ოდობესკუმ.
უფრო ხისტი მიდგომა აქვს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს. გაბრიუელიუს ლანდსბერგისი მიესალმა ე.წ. ვარიანტების დოკუმენტის წარმოდგენას, მაგრამ მწუხარებით აღნიშნა, რომ მასში ნახსენები არაა ისეთი შესაძლებლობა, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი შეჩერება.
ზეპირსიტყვიერ კომენტარში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარი დაიკეტება, თუ მისი ხელისუფლება არჩეულ გეზს გააგრძელებს.
ბორელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი განიხილავს როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან ზომებს, რომელთა შორისა ევროკავშირის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში საქართველოსთვის დახმარების შეჩერება, ასევე ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიემართება.
„ჩვენ არ გვსურს მოსახლეობის დაზარალება“, — თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მანამდე „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. დოკუმენტში საუბარია ზომებზე უცხოური გავლენის და ჰომოფობიური კანონების, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად.
მოკლევადიან სანქციებს შორისაა:
· ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და მინისტრებთან);
· ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა;
· ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას);
· ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარების გაყინვას;
სიტუაციის გაუარესება, რომელიც გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, გულისხმობს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის, ან საარჩევნო პროცესში დარღვევებს, გამოიწვევს შემდეგი ტიპის სანქციებს:
· წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ; შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში;
· პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება;
· ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება;
· საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.
უკიდურეს შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა, დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა.
ამ თემაზე:
რა სანქციებს დაუწესებს EU “ოცნებას”? – “რადიო თავისუფლებამ” ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა
ირწმუნება, რომ რუსული კანონის ინიციირების შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა