ეს ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის, იმიტომ, რომ არ იცის არაფერი

ეს ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის, იმიტომ, რომ არ იცის არაფერი
ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად წაგებული აქვს და ამას თვითონაც აღიარებენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მაგალითად, უკვე აქედანვე იწყებენ დისკრედიტაციას, მცდელობას ყოველ შემთხვევაში, სი, არჩევნების შედეგების – ოთხი თვით ადრე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდება, 27 ოქტომბრისთვის მოვემზადოთ და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ქმედება ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის.
„ეს ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის, იმიტომ, რომ არ იცის არაფერი. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ეს დისკრედიტაციის მცდელობები და ბუნებრივია, რომ ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს და ეს ყველაფერი უკეთ გამოჩნდება 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე