“ნაციონალურ მოძრაობაში” რაც ხდება, საბოლოო ჯამში, არა მარტო პარტიის დაშლით, არამედ დიდი ალბათობით, პოლიტიკური ერთეულის გაქრობითაც დასრულდება – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროცესები საბოლოო ჯამში, აღნიშნული პარტიის დაშლით დასრულდება.
“რაც ამ პარტიის შიგნით ხდება, საბოლოო ჯამში არა მარტო პარტიის დაშლით, არამედ ძალიან დიდი ალბათობით, პოლიტიკური ერთეულის გაქრობითაც დასრულდება. ერთმანეთში აქვთ სრული შეუთანხმებლობა და ყველა მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე ფიქრობს ეს პოლიტიკური ძალა,” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”.
გარდა ამისა, დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზეა საუბარი. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში, ნიკა მელია კი არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” ამიტომ პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება