როცა ამდენ დროს აკარგვინებს ოპოზიციონერებს გაუთავებლად ისაუბრონ მის წასვლა-არ წასვლაზე როცა წასულია, მგონი ცხადია, ვის მიზნებს ემსახურება – თინა ბოკუჩავა ნიკა მელიაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარტიიდან ს გარიცხვას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ პირველ რიგში, მელიამ თავი თავად დაიტოვა პარტიის მიღმა.
“ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება [პარტიიდან გასვლის თაობაზე] თავად ნიკა მელიამ მიიღო, როცა მან პრეზიდენტი სააკაშვილის შემოთავაზებაზე უარი თქვა და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს, რომელიც იქნებოდა შანსი მისი რეინტეგრაციისთვის პარტიაში, რომელსაც დიდი ხანია მძიმე ბრალდებებს უყენებს.
ეს არის ადამიანი, რომელმაც წააგო არჩევნები და სამწუხაროდ, ამ წაგებას ვერ და არ შეეგუა. ნებისმიერი სხვა თანამშრომლობის ფორმატი შიგნით მისთვის აღმოჩნდა მიუღებელი.
როცა ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს, რომ ისაუბრონ გაუთავებლად მის წასვლა-არ წასვლაზე, როცა ადამიანი წასულია, მგონი ცხადია უკვე, ვის მიზნებს ემსახურება,” – აღნიშნა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, ენმ-ის კიდევ ერთი წევრის, ანა წითლიძის შეფასებით, ნიკა მელიამ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო იმ დღიდან, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციაში ჩადგა.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”.
გარდა ამისა, დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზეა საუბარი. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში, ნიკა მელია კი არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” ამიტომ პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა