“რეალის” ყოფილმა მეკარე კიკო კასილიამ 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მომენტი გაიხსენა, სადაც კარიმ ბენზემა “ლივერპულთან” შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
უმრავლესობა ამას იღბალსა და ლორის კარიუსის შეცდომას აბრალებს, მაგრამ კასილიამ Offsiders Podcast-თან ინტერვიუსას თქვა:
“კარიმი კარიუსს ნახევარი საათის განმავლობაში სწავლობდა, მან იცოდა, რომ შეცდომის დაშვება შეეძლო. ეს არ იყო შემთხვევითობა! ბენზემამ იცოდა, რომ ბევრ მომენტში კარიუსი თამაშს ძალიან სწრაფად იწყებდა და გარშემო არ იყურებოდა”, – თქვა კასილიამ.