რა ეღირება ავტოსადგურების სერტიფიცირება? – ტარიფები ცნობილია

“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. რეგულაცია, სხვა საკითხებთან ერთად, ავტოსადგურების სერტიფიცირებასაც ითვალისწინებს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც,ავტოსადგურების სერტიფიცირების საფასური, კლასების მიხედვით, 1 000-დან 10 000 ლარამდეა. უფრო დეტალურად:
· პირველი კლასის ავტოსადგურის – 10 000 ლარი;
· მე-2 კლასის ავტოსადგურის – 5 000 ლარი;
· მე-3 კლასის ავტოსადგურის – 1 000 ლარი.
bm.ge