მარგუს ცაჰკნა – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი არ იქნება, თუკი მისი მთავრობა ქცევას არ შეიცვლის

პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი არის ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი არ იქნება, თუკი მისი მთავრობა ქცევას არ შეიცვლის, თუკი მისი მთავრობა უცხოელი აგენტების შესახებ კანონს არ გააუქმებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.
„იქნება დისკუსია საქართველოს მხარდამჭერი სხვადასხვა ფონდების შესახებ, იქნება დისკუსია შენგენის ვიზების აკრძალვის შესახებ მაღალი დონის თანამდებობის პირებისთვის, მრავალი სხვა ასპექტის შესახებ. ასე რომ, საქართველოსთან დაკავშირებით მდგომარეობა სერიოზულია და მთელი ეს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

ასევე დაგაინტერესებთ