მთავრობის მეთაურს მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტში ელოდებიან. ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით აქტიური მუშაობა, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება – ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.
დაესწრება თუ არა სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, ჯერჯერობით უცნობია.
Next: სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თითქოსდა „ლოკალური“ რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში აშშ-ჩინეთის „პროქსი-ომს“ წარმოადგენს, სადაც ჩინეთი იყენებს რუსეთს, ხოლო აშშ − უკრაინას