დაღესტანში თავდასხმას 15 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიღუპნენ სამოქალაქო პირებიც

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 23 ივნისის თავდასხმას 15 პოლიციელი ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარი და რამდენიმე სამოქალაქო პირი. ჯერჯერობით, არ გავრცელებულა ინფორმაცია დაღუპული სამოქალაქო პირების ზუსტი რიცხვის შესახებ. ორივე ქალაქში დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
ს ხელისუფლების ცნობით, ლიკვიდირებულია ექვსი თავდამსხმელი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, მათ იციან, ვინ დგას ამ თავდასხმის უკან, თუმცა არ დაუსახელებიათ კონკრეტული ეჭვმიტანილი.
24, 25 და 26 ივნისი დაღესტანში გლოვის დღედ გამოცხადდა.
23 ივნისის საღამოს შეიარაღებული პირები ერთდროულად დაესხნენ თავს დაღესტნის ქალაქებში — მახაჩკალასა და დერბენტში — არსებულ ეკლესიას, სინაგოგასა და პოლიციის განყოფილებას. თავდასხმას მოჰყვა ორმხრივი ცეცხლი, ასევე გაჩნდა ხანძარი სინაგოგაში.
რუსმა სამართალდამცავებმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და გამოძიება ამ მიმართულებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ