ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ მკვლელობაზე საქმე აღიძრა

ოკუპირებული გაგრის ე.წ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთთან ე.წ. საზღვართან რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასი წერს დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალურ პროკურატურაზე“ დაყრდნობით.
დე ფაქტო უწყების თანახმად “რაიონის პროკურატურამ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის საქმეზე სისხლის სამართილს საქმე აღძრა“
23 ივნისის საღამოს ოკუპიურებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღართან მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა ერთ ადამიანი, სამი კი დაიჭრა. დე ფაქტო პოლიციას თავდამსხმელები ინდენტიფიცირებული ჰყავს და მათ ეძებენ.
ოკუპიურებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის რობერ კიუტის თანახმად. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმებელი „აფხაზეთის მოქალაქეები არიან“.
ტასსის ცნობით, ე.წ. სასაზღვრო გაშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ