ს მთავრობა – ჰაჯის დროს 1301 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ წელს, ჰაჯის დროს, სულ მცირე, 1 301 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC ს ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
SPA-ის ცნობით, დაღუპულების უმეტესობა ის მომლოცველები არიან, რომლებსაც ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდათ და სიცხეში შორ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.
საუდის არაბეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არასაკმარისად იმოქმედა ჰაჯის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით დაურეგისტრირებელი მომლოცველებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა კონდიცირებული კარვები და ჰაჯის ოფიციალური ტრანსპორტი.
საუდის არაბეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, მექაში ტემპერატურამ 51.8 გრადუსამდე მიაღწია.
ჰაჯი არის მუსლიმთა ყოველწლიური პილიგრიმობა წმინდა ქალაქ მექაში. საუდის არაბეთის ინფორმაციით, წელს ჰაჯიში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით, 1.8 მილიონმა ადამიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს