დაღესტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ტატიანა ბელიაევა „ტელეგრამ“ არხზე იუწყება.
”სამწუხაროდ, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცავები და მშვიდობიანი მოქალაქეები”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, დაშავებულა 46 ადამიანი, მათ შორის 7 მძიმე მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, გუშინ დაღესტანში, დერბენტსა და მაჰაჩყალაში შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სინაგოგასა საგზაო პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს. ხელისუფლების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანის“ მუხლებით აღძრა. რესპუბლიკაში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას