BBC: ანდრეი რუბლიოვის ხატი “სამება” უსაფრთხოების ზომების დაუცველად არის გამოფენილი წმ. სერგის სამების ლავრაში

ანდრეი რუბლიოვის მიერ შესრულებული ხატი „სამება“, რომელიც რუსული ხელოვნების ერთ-ერთ მთავარ ძეგლად ითვლება, ინახება წმ. სერგის სამების ლავრაში მოსკოვის მახლობლად, სადაც ის რევოლუციამდე ინახებოდა. როგორც BBC იუწყება, ხატი იქ გამოფენილია ისე, რომ არ არის დაცული მისი უვნებლობისთვის აუცილებელი ზომები.
ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, ხატი მოსკოვიდან ჩაიტანეს სპეციალიზებული ტრანსპორტით, მაგრამ თავად ლავრაში ის ჩვეულებრივ ვიტრინაში გამოფინეს, რადგან საზღვარგარეთიდან შეკვეთილი კლიმატის კონტროლის სპეციალური ყუთი ჯერ არ მიუღიათ.
ბევრი რუსი ხელოვნებათმცოდნე, მათ შორის ძველი რუსული ხატწერის სპეციალისტები, ადრე აცხადებდნენ, რომ ძეგლი არის დაუცველ და შელახულ მდგომარეობაში, ის უნდა ინახებოდეს მუზეუმის გარემოში რესტავრატორების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და ნებისმიერმა მოძრაობამ შეიძლება დააზიანოს როგორც ხატის საფუძველი, ისე საღებავის ფენა.
მიუხედავად ამისა, 2023 წლის მაისში ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, „სამება“ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაეცათ. ეკლესია ამტკიცებს, რომ კანონიერი მფლობელია ხატისა, რომელიც მას საბჭოთა პერიოდში ჩამოართვეს.
„სამება“ მიეწერება ხატმწერ ანდრეი რუბლიოვს, ხატი შექმნილია მე-15 საუკუნეში და ითვლება რუსული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად. 1920-იან წლებამდე ხატი ინახებოდა წმ. სერგის ლავრის სამების საკათედრო ტაძარში. მოგვიანებით სახელმწიფომ ჩამოართვა ის ეკლესიას და მუზეუმს გადასცა.
2022 წლის ივლისში ტრეტიაკოვის გალერეამ ხატი რამდენიმე დღით გადასცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წმინდა სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილეს აღსანიშნავად. მაშინ სპეციალისტებმა მკაცრად გააპროტესტეს ეს. ირწმუნებოდნენ, რომ ნამუშევრის დაბრუნების შემდეგ მასზე 60-ზე მეტი დაზიანება დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან