პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის სრულ დახურვას განიხილავს

პოლონეთი ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ განაცხადა.
”ჩვენ ახლა ვსწავლობთ, რა შედეგები მოჰყვება ამას ჩვენს ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებზე”, – აღნიშნა მინისტრმა მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, სიტუაცია პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე ახლა მთლიანად რუსული და ბელარუსული სამსახურების ოპერაციებით კონტროლდება.
„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს ბელარუსი ოფიცრები ასწავლიან, როგორ დაარტყან პოლონელ ჯარისკაცს, პოლონელ მესაზღვრეს. მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია. მივიღებთ გადაწყვეტილებას მათი გავლენის გაანალიზების შემდეგ, რათა შედეგები ლუკაშენკომ იგრძნოს და არა ჩვენ“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ბელარუსთან საზღვარზე დანით მიღებული ჭრილობის შედეგად პოლონელი მესაზღვრე გარდაიცვალა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 50-მდე უცხოელმა პოლონელ მესაზღვრეებს ტოტები და ქვები დაუშინა. მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა პოლონელი სამხედრო დანით დაჭრა.
ipn.ge