რუსეთი: 23 ივნისის ღამეს გავანადგურეთ 33 უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 23 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვამ 33 უკრაინული დრონი მოიგერია.
სამინისტროს ინფორმაციით, 28 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 2-2 დრონი განადგურებულია სმოლენსკისა და ლიპეცკის ოლქებში, კიდევ ერთი – ტულის ოლქში.
ოლქების ადმინისტრაციის მტკიცებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
მ ასევე დრონებით იერიში მიიტანა ყუბანის ოლქზე, შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი.