ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ივნისში ში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 – ხარკოვის ოლქში.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება სრული ძალით მუშაობს, იმისთვის, რომ ს თავდასხმებზე პასუხის გაცემა შეძლონ.
„უკრაინას სჭირდება საჭირო საშუალებები ამ ბომბების მატარებლების, კერძოდ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურებისთვის, სადაც ისინი განლაგებულია“, – განმარტა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და დასავლელ მოკავშირეებს, რომლებმაც გააუქმეს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის აკრძალვა. ამ გადაწყვეტილებამ, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხელი შეუწყო ხარკოვის ოლქის საზღვრებთან სიტუაციის სტაბილიზაციას.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ქალაქების რუსული ბომბებისგან დაცვა აბსოლუტურად შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, უკრაინელი მფრინავების დაჩქარებული წვრთნა F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრონავებზე და უკრაინის იარაღის საკმარისი დიაპაზონი.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე