27-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჰყავს!

27-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჰყავს. ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახა შენგელიასა და მისი მოადგილის, ლელა ცანავას მცდელობების შედეგად ეროვნულმა ნაკრებმა, FIBA-სგან პირველ ოფიციალურ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მიიღო.
გოგოები პირველი დიდი ტურნირისთვის მზადებას თვეზე მეტია შეუდგნენ, დღეს ბოლო ვარჯიში ჩაატარეს თბილისში და ღამე კოსოვოში გაფრინდებიან ჩემპიონატზე საასპარეზოდ.
ჩვენი ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე პატარა ქვეყნებს შორის, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს. ჩვენს ჯგუფში კვიპროსი, მალტა და კოსოვო არიან და ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ