ბექა კობახიძე: ამ კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ ბუდუს გარშემო სახელისუფლებო მედიაში ცენზურა არსებობს

“დეტალი, მაგრამ მნიშვნელოვანი:
სრულად ვუყურე სანიოლის პრესკონფერენციას. ჰკითხეს, რატომ გაიყვანა საბა კვერკველია, რას ფიქრობს კვარაზე, რა უთხრა ლობჟანიძეს, მაგრამ კაციშვილს არ უკითხავს რატომ შემოიყვანა ქვილითაია და არა ბუდუ.
განა იმიტომ უნდა ეკითხათ, რომ “კოლექტიურ ნაცებს” ბუდუ ევასებათ ან რამე სხვა პიროვნულია. არა, ფეხბურთელი, რომელსაც მუდამ გააქვს გოლი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა საქართველოს ევროპაზე გაყვანაში და რომლის ადგილი სულ იყო მინიმუმ შეცვლაზე შემომსვლელთა შორის, დარჩა სკამზე და მის ნაცვლად შემოვიდა ქვილითაია.
სუფთა სპორტული თვალსაზრისით, ეს აღძრავდა კითხვას, რომელიც სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა არ დასვეს.
ამ კითხვის არ დასმით, რომელიც სულ მინიმუმ თვითცენზურაა, უფრო მწვავედ დაისვა ჩემს თავში კითხვა – ეს ყველაფერი მართლა პოლიტიკური ხომ არ არის?
შეიძლება არის, შეიძლება არა, მაგრამ ამ კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ ბუდუს გარშემო სახელისუფლებო მედიაში ცენზურა არსებობს,”  – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა