ბრწყინვალე მამარდაშვილი – ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთი შეცვლა განახორციელა, ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი დააყენა. ამჯერად სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგებზე მეტნი იყვნენ. დებიუტში მოწინააღმდეგეს სამი შანსი მიეცა და სამივეჯერ მამარდაშვილმა გვიხსნა. შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უჭირდა. მერე გლოჟეკმა ჩვენს კარში ბურთი ხელით შეიტანა და გოლი არ ჩაითვალა. ჩეხები
უპირატესობას
ფლობდნენ, ზეწოლას აძლიერებდნენ. თუმცა, აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა და კაშიას სამი მეტრიდან მეკარე სტანეკმა არ გაატანინა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩეხ მცველზე ხელით თამაში დააფიქსირა და მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა. ბოლოს მამარდაშვილმა შიკს გატანა არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, მიქაუტაძეს ისევ ეუხეშნენ და ყვითელი ბარათი იურაშეკმა მიიღო. კვარაცხელია სწრაფი კონტრიერიშისას გოლეშმა წააქცია და მსაჯმა მასაც ყვითელი ბარათი უჩვენა. მერე ხვიჩას პასით მექვაბიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. 59-ე წუთზე კი შიკმა ანგარიში გაათანაბრა. სანიოლმა წიტაიშვილი და დავითაშვილი ლოჩოშვილით და ჩაკვეტაძით შეცვალა. ვიზავი ისევ დაუეფლა ინიციატივას, ცოუფალის თავური კარს ასცდა, იურაშეკის და ხიტილის თავურები მიზანს ასცდა, ორჯერ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. 82-ე წუთზე კვირკველიას და კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე გველესიანი და ლობჟანიძე შევიდნენ, ბოლოს მიქაუტაძე ქვილითაიამ შეცვალა, კომპენსირებულ დროში ლობჟანიძემ დიდებული შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ – 1:1.
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე პირველი ქულა მოიპოვა.
ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს დაუპირისპირდება.
საქართველო – ჩეხეთი 1:1
გოლი: მიქაუტაძე (45+4, პენ), 1:1 შიკი (59)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (გველესიანი 81), დვალი, კაკაბაძე,
ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 62), დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 62), კვარაცხელია (ლობჟანიძე 82), მიქაუტაძე (ქვილითაია 88)
ყველაზე მაგარი ისა არის რომ ამხელა საფეხბურტო ფორუმზე საქარტველოს კიდევ ერთხელ ეყოლება სიმბოლურში ღირსეული კანდიდატი არ მგონია დონარუმამ გიორგის კონკურეცია გაუჭიოს ამ ტურში, მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვისღირსეული ქართველები არიან ნამდვილად
მოკლედ, მოდით ახლა ცოტა დამშვიდებულ გონებაზე ვთქვათ და პირველ რიგში ერთმანეთს მივულოცოთ ისტორიული ქულა ევროპაზე. გადასარევი იქნებოდა პირველი გამარჯვება,თუმცა რეალურად შევხედოთ, რომ ამ შეხვედრაში ქულის აღება, ჩეხების ასეთი უპირატესობის ფონზე, ძალიან კარგი შედეგია. ბუდუს არშემოყვანა უნამუსობის პიკი იყო უბრალოდ და სამარცხვინო გადაწყვეტილება,არადა ბევრი საერთოდ ძირითადში ველოდით ან მიქაუტაძესთან ერთად ჩეხების ათლეტურობის გათვალისწინებით. ჩვენი შანსები ნოლს ქვემოთ არ უნდა იყოს, თუ დღეს პორტუგალიამ მოიგო და პირველი ადგილი გაინაღდა. შეგვიძლია სენსაციის გამოცხობა ბოლო ტურში.