ევროპაში ყოველი მეათე ახალგაზრდა არც სწავლობს და არც მუშაობს – ევროსტატი

„ევროსტატის“ მიხედვით, ყოველი მეათე 15-დან 29 წლამდე ევროპელი არც მუშაობს და არც სწავლობს
ევროპელ ახალგაზრდებს შორის ამ კატეგორიას მიეკუთვნება ახალგაზრდების 11,2%. ეს მაჩვენებელი 0,5%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.
აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირდა ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც არ იღებენ განათლებას და არ მუშაობენ. 2013 წელს ეს მაჩვენებელი ევროკავშირში 16.1% იყო და მას შემდეგ მუდმივი კლებაა, გარდა 2020 წლისა, როდესაც დაფიქსირდა მაჩვენებლის ძლიერი კორექტირება COVID-19 პანდემიის შედეგად და 13.8%-მდე შეადგინა (2019 წელს 12.6% იყო).
2023 წელს ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ევროკავშირის მასშტაბით – 4.8% იყო ნიდერლანდებში, 19.3%-მდე რუმინეთში.
ნიდერლანდები (4,8%);
შვედეთი (5,7%);
მალტა (7,5%);
სლოვენია (7,8%);
ლუქსემბურგი (8,5%);
ირლანდია (8,5%);
(8,6%);
გერმანია (8,8%);
პორტუგალია (8,9%).

ასევე დაგაინტერესებთ