პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, ასევე გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით დაზარალებულს სხვადასხვა დროს თანხები გამოსძალა. ასევე, აიძულა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივნისს დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაში ასევე ნანახი იქნა სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის ამსახველი უკანონო ჩანაწერები. მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები სხვა შესაძლო დაზარალებულების დადგენის მიზნით.
დაკავებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ( პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) , 181-ე მუხლის პირველი ნაწილით ( გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები ) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება