საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მაღაზია „BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “რუსული კანონის” მიღება საქართველოში თურქულ ინვესტიციას არ შეაფერხებს, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნები გაითვალისწინოს – ამის შესახებ მელექმა BMG-სთან, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას ისაუბრა.