ძალიან წარმატებული ოჯახები ჩამოდიან აშშ-ში ახალი ცხოვრების დასაწყებად – EK Law Office-ის თანადამფუძნებელი

ძალიან წარმატებული ოჯახები ჩამოდიან -ში, საქართველოში ყიდიან ყველაფერს და მოდიან ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად, – ამის შესახებ bm.ge­-ის ეთერში ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელმა ეკატერინე ეგუტიამ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში ქართველების მასობრივად წასვლის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში პერსპექტივას ვერ ხედავენ.
„ძალიან წარმატებული ოჯახები ჩამოდიან აშშ-ში… საქართველოში ყიდიან ყველაფერს და მოდიან ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად, რადგან იქ (საქართველოში) პერსპექტივას ვერ ხედავენ. მათი რიცხვი წარმოუდგენლად დიდია” – განაცხადა ეკატერინე ეგუტიამ.