ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი

ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი, განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ბრიუსელში პარასკევს, 21 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. მხარეები ტექსტზე შეთანხმდნენ, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდა.
უკრაინის პრეზიდენტი შეთანხმებას 26 ივნისს მოაწერს ხელს. დოკუმენტი ეხება არა მხოლოდ კიევისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, არამედ ფინანსურ მხარდაჭერას, ევროინტეგრაციას და თანამშრომლობის სხვა სფეროებს, იუწყება Deutsche Welle.
ასევე მომავალ კვირაში ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის გამო. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან.
ლუქსემბურგში მინისტრთა შეხვედრის დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხი იქნება საქართველოში არსებული ვითარება. საუბარია ქვეყანაში მიღებულ კანონზე უცხოური გავლენის შესახებ. საბჭოში ამ კუთხით გადაწყვეტილებები არ არის მოსალოდნელი. მაგრამ ამ თემის განხილვა გაგრძელდება ევროკავშირის სამიტზე 27 და 28 ივნისს ბრიუსელში, იუწყება Deutsche Welle.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ