მაისში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა – TBC კაპიტალი

2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა.
ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 1.9%-ით.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 4.44 ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 35%-იანი ზრდაა. მეორე მხრივ, მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საბალანსო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი თვიურად 22%-ითაა შემცირებული.
მიმდინარე წლის მაისში საქართველოდან ექსპორტირებულია 319 გვტ. სთ ელექტროენერგია, ძირითად ბაზარს კვლავ თურქეთი წარმოადგენს.