ევროკავშირის წევრმა პირველმა ქვეყანამ ურანის მოპოვება დაიწყო – დეტალები

ფინეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა ხდება, რომელმაც ურანის მოპოვება დაიწყო და 2026 წლამდე დაგეგმილი წლიური წარმოება 200 ტონაა.
ფინეთმა ბუნებრივი ურანის მოპოვება სოტკამოს სამრეწველო ობიექტზე დაიწყო, რითაც ფინეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა გახდა, რომელიც ამუშავებს ურანის მაღაროებს, ამის შესახებ სამთო კომპანია Terrafame-მა განაცხადა.
სრული საწარმოო სიმძლავრის მიღწევა 2026 წლისთვის იგეგმება, როდესაც წარმოების მოცულობა დაახლოებით 200 ტონა იქნება წელიწადში.მაღაროს გამოყენება იგეგმება მინიმუმ 30 წლის განმავლობაში. ურანი გადასამუშავებლად საზღვარგარეთ გაიგზავნება, რის შემდეგაც მას ბირთვულ ენერგიაში გამოიყენებენ.
Terrafame-მა მაინინგის დაწყების ნებართვა 2020 წელს მიიღო.
ფინეთის რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების ორგანოს (STUK) განმარტებით, მოპოვებული ურანის ოქსიდი ძალიან რადიოაქტიური არ არის, ის მისი ქიმიური თვისებების გამოა საშიშია, ისევე როგორც სხვა მძიმე ლითონები.
სოტკამოს საბადოში ურანის დაბალი კონცენტრაციაა, დაახლოებით 17 მგ/კგ. ასეთი კონცენტრაციები გვხვდება ფინეთის სხვა ნაწილებშიც.
წელიწადში 200 ტონა ურანის წარმოების გაზრდით ფინეთი სამხრეთ აფრიკასთან ერთად მე-7ე ადგილს დაიკავებს მსოფლიო მწარმოებლების რეიტინგში. ინდუსტრიის ლიდერი 2022 წლის მდგომარეობით იყო ყაზახეთი (21,227 ტონა), შემდეგ მოდის კანადა (7351), ნამიბია (5613), ავსტრალია (4553), უზბეკეთი (3300), (2508), ნიგერი (2020), ჩინეთი (1700) და ინდოეთი (600).

ასევე დაგაინტერესებთ