სალაშქრო ფესტივალს აჭარა ივლისის ბოლოს უმასპინძლებს

პირველ სალაშქრო ფესტივალს აჭარა 23-28 ივლისს უმასპინძლებს. ფესტივალის მონაწილე 100-მდე მოლაშქრეს საშუალება ექნება აჭარის ალპურ ზონაში მდებარე 45 კილომეტრიანი მარშრუტი დალაშქროს. „ზღვიდან მთამდე“ ასე ჰქვია ფესტივალს, რომლის სალაშქრო მარშრუტი ჩირუხის მთიდან დაიწყება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს.
ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიურ აქტივობებს, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალის მონაწილეებს რეგისტრაციის გავლა პირველი ივლისიდან ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival შეუძლიათ. აქვეა განთავსებული ინფორმაცია პროგრამის და დასალაშქრი მარშრუტის შესახებ. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება