რა უნდა ვიცოდეთ სულის შაბათზე

ხვალ, 22 ივნისს, მიცვალებულთა ხსენების დღეა. სულთმოფენობის წინა დღეს სულთაობას, სულის შაბათს ეძახიან. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წინა შაბათს კი მორწმუნეები ლოცულობენ და იხსენებენ ყველა გარდაცვლილს.
“სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება.
საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!”
23 ივნისს სულთმოფენობაა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით კი, ეკლესიები მინდვრის ყვავილებით იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება. ეს ტრადიცია სამყაროზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას განასახიერებს.
სულთმოფენობისთვის მზადება უძველესი ტრადიციაა, ქრისტიანები არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნული თვალსაზრისითაც რთავდნენ ტაძარს ყვავილებით, ბალახით. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ.
სულიწმინდის მადლი მაკურნებელ ძალას აძლევს ბალახსაც, ამიტომ მორწმუნეები ტაძრიდან წაღებულ ყვავილებსა და სიმწვანეს მთელი წელი იმ რწმენით ინახავენ, რომ მათ სამკურნალო ძალა აქვთ. შეგიძლიათ ეს ყვავილები რაიმეში გაახვიოთ და ბალიშის ქვეშ გედოთ. ძველს სუფთა ადგილას წვავენ.

ასევე დაგაინტერესებთ