ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან მთავრობათაშორისო კონფერენციებისთვის მზადებას ოფიციალურად იწყებს

ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა საბჭომ, რომელიც დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბა, სა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ მხარეებს შეუძლიათ ოფიციალურად დაიწყონ მზადება 25 ივნისს დაგეგმილი მთავრობათაშორისო კონფერენციებისთვის, რომელიც ამ კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დასაწყისი გახდება.
ამასთან, ბელგიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, სოციალურ ქსელში მთავრობათაშორისო კონფერენციების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უკრაინასთან კონფერენცია ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში, 25 ივნისს, ადგილობრივი დროით 15:30 საათზეა დაგეგმილი, მოლდოვასთან – კი – 18:00 საათზე.
წყარო: ინტერპრესნიუსი