საჩხერის სამთო სკოლაში ზაფხულის საბაზისო და ტაქტიკურ-ტექნიკური კურსები დასრულდა

საჩხერის სამთო სკოლაში ზაფხულის საბაზისო და ტაქტიკურ-ტექნიკური კურსები დასრულდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა”, რომელიც ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, სამთო-ტექნიკურ მომზადებას მოიცავდა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ კი, ,,სამთო მომზადების ზაფხულის ტაქტიკურ-ტექნიკური სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა” დაასრულა.
კურსდამთავრებულებს სწავლებების წარმატებით ჩატარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და თავდაცვის ძალებში სამთო მიმართულებისა და სამთო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ სკოლის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს გაწეული შრომისთვის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს სამთო სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. კურსების დასრულების ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები, -ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები (ODC) დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს