ბევრ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი – ქუჩაში ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ შიში იმისა, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ

ბევრ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი – ქუჩაში ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ შიში იმისა, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ
ამას ერთი ახსნა აქვს მხოლოდ, რაც განპირობებულია იმ საქმეების შინაარსით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მოცემული და მარტივად რომ ავუხსნათ თქვენ მაყურებელს, ეს არის ის საქმეები, სადაც ძირითადად დომინანტობს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, იქნება ეს ძალადობა დაკავების დროს, საპატიმრო ადგილებში, თუ მიტინგის და დემონსტრაციების დროს. ბევრ ამ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, იმის შესახებ, თუ რატომ არ ასრულებს სასამართლო ევროსასამართლოს დავალებებს
წოწორიას თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა საბოლოო ჯამში იწვევს დანაშაულის განმეორებადობას. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელებს არავითარი შიში იმისი, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ, ნამდვილად არა აქვთ და სწორედ ამ გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა არის ამის შედეგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს