აშშ Kaspersky-ის ანტივირუსს კრძალავს

აშშ-ს პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ რუსული კომპანიის, Kaspersky Lab-ის პროგრამული უზრუნველყოფის ყიდვა-გაყიდვას კრძალავს. სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის, ჯინა რაიმონდოს თქმით, კომპანიაზე ს გავლენა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.
“რუსეთმა აჩვენა უნარი და განზრახვა, რომ Kaspersky-ის მსგავსი რუსული კომპანიები ამერიკელების პერსონალური ინფორმაციის იარაღად გარდაქმნისთვის გამოიყენოს და ამიტომ იძულებულები ვართ, ვიმოქმედოთ ისე, როგორც დღეს ვმოქმედებთ”. – თქვა რაიმონდომ.
Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Kaspersky-ის ანტივირუსს კომპიუტერზე პრივილეგირებული წვდომა აქვს და კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვა ან საზიანო პროგრამების დაყენება შეუძლია, მის მომხმარებლებში კი, მათ შორის, ზოგი შტატის ადმინისტრაციაც შედის.
“მეტოქე ერს ჩვენი ქსელების ან მოწყობილობების გასაღებებს არასდროს მივცემდით, ამიტომ სიგიჟეა იმის ფიქრი, რომ კვლავ დავუშვებდით ამერიკელებისთვის იმ რუსული პროგრამული უზრუნველყოფის მიყიდვას, რომელსაც მოწყობილობაზე ყველაზე ღრმა შესაძლებელი წვდომა აქვს”. – თქვა სენატორმა მარკ ვარნერმა.
Kaspersky -ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ეყრდნობა “არსებულ გეოპოლიტიკურ კლიმატსა და თეორიულ დარდებს და არა Kaspersky-ს პროდუქტებისა და მომსახურების საიმედოობის ყოვლისმომცველ შეფასებას”.
კომპანიამ დაამატა, რომ მათი ქმედებები აშშ-ს ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს არ უქმნის და გადაწყვეტილებას სამართლებრივი გზით გაასაჩივრებს.
Kaspersky-ს პროგრამული უზრუნველყოფის ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა, რაც ასევე გადმოწერას, არსებული პროგრამის განახლებას, გადაყიდვასა და ხელახალ ლიცენზირებას მოიცავს, გადაწყვეტილების მიღებიდან 100 დღეში, 29 სექტემბრიდან ამოქმედდება, რათა ბიზნესებმა ალტერნატივების მოძიება მოასწრონ.