25 ივნისს უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოები და დაადასტურა, რომ პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციები ორივე ქვეყანასთან 25 ივნისს, ლუქსემბურგში გაიმართება.
ამის შესახებ ბელგია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იუწყება.
„ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის ზოგადი პოზიციები, მათ შორის მოლაპარაკებების ჩარჩოები. ეს გზას უხსნის მოლაპარაკებების დაწყებას 25 ივნისს ლუქსემბურგში“, — ნათქვამია განცხადებაში.
🇺🇦🇲🇩 The @EU_Council adopted the general EU positions, incl. negotiating frameworks, for accession negotiations with Ukraine and Moldova. This opens the way for launching the negotiations on Tuesday 25 June in Luxembourg: · 15:30 – IGC with Ukraine
· 18:00 – IGC with Moldova pic.twitter.com/A2c8bPpIgS — Belgian Presidency of the Council of the EU 2024 (@EU2024BE) June 21, 2024
ევროპულმა საბჭომ სთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას გასული წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი. მიმდინარე წლის მარტში ევროკომისიამ (EC) უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო-პროექტები მოამზადა. ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ტექსტების შიდა განხილვები სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ დღეს დამტკიცდა.
25 ივნისს ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა წარადგენს ევროკავშირის შეთანხმებულ ზოგად პოზიციას პირველ მთავრობათაშორის კონფერენციაზე თითოეულ ქვეყანასთან, რითაც უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება. კიევსა და კიშინიოვში იმედოვნებდნენ პროცესის დასრულებას ივნისის ბოლომდე, რადგან ივლისიდან, 6 თვის განმავლობაში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი ხდება და შიშობდნენ, რომ ვიქტორ ორბანს შეეძლო პროცესი გაეჭიანურებინა.
„მოუთმენლად ველით 25 ივნისს, როდესაც უკრაინა და ევროკავშირი გამართავენ პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციას, რაც ფაქტობრივად დაიწყებს მოლაპარაკებების პროცესს. მოლდოვის მოლაპარაკებების ჩარჩო ასევე დამტკიცდა. ვულოცავთ მოლდოველ მეგობრებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ევროკავშირს. მადლობელი ჩვენი გუნდის ყველა წევრის, ვინც ბევრი იშრომა ამ ისტორიული ნაბიჯის რეალობად ქცევისთვის. მილიონობით უკრაინელი, ჩვენი ხალხის თაობები, ახორციელებენ თავიანთ ევროპულ ოცნებას. უკრაინა ბრუნდება ევროპაში, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ეკუთვნოდა, როგორც ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი“, — წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, თავის მხრივ, ხელი მოაწერა განკარგულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე და EU-სთან მთავარ მომლაპარაკებლად ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში კრისტინა გერასიმოვი დანიშნა.
კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპი — გაწევრიანების მოლაპარაკებები — არის ყველაზე გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესი, როცა მოიცავს ქვეყნის ე. წ. სკრინინგს და მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები 6 თემატურ ბლოკშია დაჯგუფებული, როგორიცაა საფუძვლები, შიდა ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობის პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები.
ყველა თავზე მოლაპარაკებების წარმატებით დახურვის შემდეგ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კანდიდატი ქვეყანა ხელს აწერენ გაწევრიანების ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება.
„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში გააკეთეს. საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ერთი წლის დაგვიანებით მიიღო კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნას მიმდინარე წლის ბოლოს ელოდებოდა, თუმცა რუსული კანონის მიღების შემდეგ, ეს პერსპექტივა შეჩერებულია.